ინტერიერის დიზაინის კურსი „ლელი შევჩენკოს სტუდიისგან“ - ახალი ნაბიჯი, საინტერესო მომავლისკენ!
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
1. შესავალი
შპს "ლელი შევჩენკო" ("ჩვენ", "ჩვენი") ვალდებულებას იღებს დაიცვას თქვენი კონფიდენციალურობა. ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა განმარტავს, თუ როგორ ვაგროვებთ, ვიყენებთ, ვავრცელებთ და ვიცავთ თქვენს ინფორმაციას, როდესაც სტუმრობთ ჩვენს ვებსაიტს www.edushevchenko.com ან იყენებთ ამავე დომენზე გააქტიურებულ Google სერვისებს. გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
თუ არ ეთანხმებით ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის პირობებს, გთხოვთ არ ისარგებლოთ სერვისით.
2. ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ
ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას, რომელსაც თქვენ პირდაპირ გვაწვდით, როდესაც:
• ავსებთ ფორმებს ჩვენს ვებსაიტზე;
• გვიკავშირდებით ტელეფონით, ელფოსტით ან სხვა საშუალებით;
• იყენებთ ჩვენს სერვისს;
• ინფორმაციის ტიპები, რომელთა შეგროვებაც შეგვიძლია, მოიცავს:
• პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია (სახელი, ელფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი და ა.შ.);
• პროფესიული ინფორმაცია (პროფესია, გამოცდილება);
• გადახდის ინფორმაცია;
ჩვენ ასევე ავტომატურად ვაგროვებთ გარკვეულ ინფორმაციას, როდესაც სტუმრობთ, იყენებთ ან ნავიგაციას ახორციელებთ ვებ გვერდზე. ეს ინფორმაცია არ ამჟღავნებს თქვენს კონკრეტულ იდენტობას, მაგრამ შეიძლება მოიცავდეს მოწყობილობისა და გამოყენების ინფორმაციას, როგორიცაა თქვენი IP მისამართი, ბრაუზერისა და მოწყობილობის მახასიათებლები, ოპერაციული სისტემა, ენის პრეფერენციები, მიმთითებელი URL-ები, მოწყობილობის სახელი, ქვეყანა, მდებარეობა, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ და როდის იყენებთ ჩვენს სერვისს და სხვა ტექნიკური ინფორმაცია.
3. როგორ ვიყენებთ თქვენს ინფორმაციას
ჩვენ ვიყენებთ შეგროვებულ ან მიღებულ ინფორმაციას:
• ჩვენი სერვისის უზრუნველსაყოფად, სამართავად და შესანარჩუნებლად;
• ჩვენი სერვისის გასაუმჯობესებლად, პერსონალიზაციისთვის და გასაფართოებლად;
• თქვენთან ჩვენი სერვისის შესახებ კომუნიკაციისთვის;
• გადახდების დასამუშავებლად;
• თაღლითობის თავიდან ასაცილებლად და ჩვენი პირობებისა და პოლიტიკის აღსასრულებლად;
• სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად.
4. თქვენი ინფორმაციის გაზიარება
ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ თქვენი ინფორმაცია:
• მომსახურების პროვაიდერებს, რომლებიც გვეხმარებიან ჩვენი ვებსაიტის მუშაობასა და მომსახურების მიწოდებაში;
• სამართალდამცავ ორგანოებს ან სხვა უწყებებს, თუ ამას მოითხოვს მოქმედი კანონმდებლობა. ჩვენ არ ვყიდით და არ ვაქირავებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას მესამე მხარეებზე.
5. მონაცემთა შენახვა
ჩვენ შევინახავთ თქვენს ინფორმაციას მანამ, სანამ თქვენი ანგარიში აქტიურია ან საჭიროა მომსახურების გასაწევად, სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად, დავების გადასაწყვეტად და ჩვენი შეთანხმებების აღსასრულებლად.
6. მონაცემთა უსაფრთხოება
ჩვენ დავნერგეთ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომები, რომლებიც შექმნილია ჩვენ მიერ დამუშავებული ნებისმიერი პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოების დასაცავად. თუმცა, გთხოვთ, ასევე გახსოვდეთ, რომ ჩვენ ვერ გავცემთ გარანტიას, რომ ინტერნეტი თავისთავად 100% უსაფრთხოა.
7. თქვენი მონაცემთა დაცვის უფლებები
თქვენი გაქვთ შემდეგი უფლებები:
• უფლება, მიიღოთ წვდომა პირად მონაცემებზე, რომლებსაც ჩვენ ვინახავთ თქვენ შესახებ;
• უფლება, მოითხოვოთ პირადი მონაცემების შესწორება, თუ აღმოჩნდება, რომ ისინი არაზუსტია ან მოძველებულია;
• უფლება, მოითხოვოთ თქვენი პირადი მონაცემების წაშლა, როდესაც აღარ არის საჭირო მათი შენახვა;
• უფლება, გაუქმოთ თქვენი თანხმობა დამუშავებაზე ნებისმიერ დროს, როდესაც ჩვენ ვეყრდნობით თქვენს თანხმობას თქვენი პირადი ინფორმაციის დასამუშავებლად;
• უფლება, მოითხოვოთ, რომ მოგაწოდოთ თქვენი პირადი მონაცემები და, სადაც შესაძლებელია, გადავცეთ ეს მონაცემები პირდაპირ სხვა მონაცემთა კონტროლიორს (ცნობილია როგორც მონაცემთა პორტირების უფლება);
• უფლება, წინააღმდეგობა გაუწიოთ პირადი მონაცემების დამუშავებას;
• უფლება, შეიტანოთ საჩივარი საზედამხედველო ორგანოში.
8. ბავშვთა კონფიდენციალურობა
ჩვენი სერვისი არ არის განკუთვნილი 18 წლამდე ასაკის პირებისთვის. ჩვენ არ ვაგროვებთ შეგნებულად პირად იდენტიფიცირებად ინფორმაციას 18 წლამდე ბავშვებისგან. თუ თქვენ ხართ მშობელი ან მეურვე და იცით, რომ თქვენმა შვილმა მოგვაწოდა პირადი ინფორმაცია, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.
9. ცვლილებები ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში
ჩვენ შეიძლება დროდადრო განვაახლოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა. ჩვენ შეგატყობინებთ ნებისმიერი ცვლილების შესახებ ახალი კონფიდენციალურობის პოლიტიკის ამ გვერდზე გამოქვეყნებით და ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის ზემოთ "ბოლოს განახლდა" თარიღის განახლებით.
10. დაგვიკავშირდით
თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესახებ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
შპს „ლელი შევჩენკო“ ქ. თბილისი, ვაკის რაიონი, ლეო და ნოდარ გაბუნიების II შესახვევი, N 10, ბინა N21.
ელ.ფოსტა: info@edushevchenko.com
წესები და პირობები
წინამდებარე დოკუმენტი არის შპს „ლელი შევჩენკო“-ს ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები.
წინამდებარე დოკუმენტი არის ორმხრივად მავალდებულებელი ხელშეკრულება, რომელიც ფორმდება მომხმარებელსა და შპს „ლელი შევჩენკო“-ს შორის. შპს „ლელი შევჩენკო“-ს (ს.ნ. 405147906) რეგისტრირებული მისამართი - ქ. თბილისი, ვაკის რაიონი, ლეო და ნოდარ გაბუნიების II შესახვევი, N 10, ბინა N21. შპს „ლელი შევჩენკო“-ს ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები, მასში შეტანილ ცვლილებებთან და ამავე კომპანიის სხვა რეგულაციებთან ერთად წარმოადგენენ ერთიან დოკუმენტს და განხილულ უნდა იქნეს როგორც მომხმარებელთან გაფორმებული ერთიანი ხელშეკრულება.
ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ეთანხმება და აღიარებს წინამდებარე წესებსა და პირობებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკას, დაბრუნებს წესებს, ასევე აცხადებს თანხმობას, გავრცელდეს მასზე მათი სამართლებრივი ძალა.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ეთანხმება შპს „ლელი შევჩენკო“-ს სამართლებრივი დოკუმენტების შინაარსს, შეუძლია არ გამოიყენოს ვებგვერდი. დამატებითი კითხვების, პრეტენზიის, თხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია შპს „ლელი შევჩენკო“-ს დაუკავშირდეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
ტერმინთა განმარტება
წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:
• შპს „ლელი შევჩენკო“ - დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; საიდენტიფიკაციო კოდი 405147906, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, ვაკის რაიონი, ლეო და ნოდარ გაბუნიების II შესახვევი, N 10, ბინა N21.
• მომხმარებელი - იურიდიული პირი ან 18 წელს მიღწეული (ქმედუნარიანი) ფიზიკური პირი, რომელსაც სურს შეიძინოს შპს „ლელი შევჩენკო“-ს სერვისი;
• მომხმარებლის თანხმობა - წინამდებარე დოკუმენტის მომხმარებლის მიერ გაცნობისა და მისი პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების შესახებ გამოხატული ნება;
გადახდისას მომხმარებელი სრულად ინფორმირებულია შპს „ლელი შევჩენკო“-ს სერვისის, მომსახურების პირობების და ღირებულების შესახებ.
გადახდა
შპს „ლელი შევჩენკო“-ს სერვისის საფასურის გადახდისთვის საჭიროა სარეგისტრაციო ფორმის შევსება, შემდეგი მონაცემების მითითებით:
• სახელი;
• ელექტრონული ფოსტა;
• საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.
მომხმარებელი ადასტურებს და იძლევა გარანტიას, რომ:
• მის მიერ მითითებული ინფორმაცია არის სრული და სწორი;
• იგი არის 18 წელს მიღწეული, სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი;
• არ გამოიყენებს სხვა პირის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას შპს „ლელი შევჩენკო“-ს ვებგვერდზე რეგისტრაციის მიზნით;
• არ გამოიყენებს სახელს, რომელიც შესაძლოა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს ნებისმიერი სხვა პირისათვის;
• არ გამოიყენებს ვებგვერდს ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზნით;
• არ გამოიყენებს ვებგვერდს სხვა კომპანიის, კომპანიის თანამშრომლის ან ნებისმიერი სხვა პირის განსახიერების მიზნით;
• არ დაარღვევს სხვა პირის უფლებებს, კანონსაწინააღმდეგო და ზიანის მიმყენებელი ქმედებით;
• არ გამოიყენებს მოწყობილობას, პროგრამას, რომლის მიზანი არის ინფორმაციის მოპოვება ვებგვერდიდან ან/და ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა;
• დაიცავს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს, არ განახორციელებს შპს „ლელი შევჩენკო“-ს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის: ლოგო, პიქტოგრამა, სურათი, გრაფიკა, გამოსახულება, პატენტი, სასაქონლო ნიშნები, დიზაინის და სხვა ნებისმიერი სახის ინტელექტუალური საკუთრების უნებართვო გამოყენებას, დამუშავებასა და გამოქვეყნებას, შპს „ლელი შევჩენკო“-ს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
• არ გამოიყენებს სხვა მომხმარებლის ანგარიშს;
• არ შეეცდება მოიპოვოს წვდომა სხვა მომხმარებლის ავტორიზაციის ინფორმაციაზე;
• არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის შპს „ლელი შევჩენკო“-ს ვებგვერდის გამართულ ფუნქციონირებას;
• არ განახორციელებს ქმედებას, რომელიც იკრძალება მოქმედი კანონმდებლობით, წინამდებარე ხელშეკრულებითა და შპს „ლელი შევჩენკო“-ს კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკით.
მომხმარებლის მიერ სერვისის შეძენა და ანგარიშსწორების წესი
ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების გზით. შპს „ლელი შევჩენკო“-ს სერვისის შესაძენად, გადახდამდე საჭირო იქნება შემდეგი ინფორმაციის მითითება: ელექტრონული ფოსტა, სახელი და გვარი და მობილურის ნომერი.
სერვისის საფასურის გადახდისას მომხმარებელი ვებგვერდიდან გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც უთითებს საკუთარი ბარათის მონაცემებს.
ანგარიშსწორების მოთხოვნა მუშავდება და დასტურდება ბანკის მიერ. შპს „ლელი შევჩენკო“-ს არ აქვს წვდომა როგორც ანგარიშსწორების გვერდზე, ასევე მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო ბარათის მონაცემებზე. ანგარიშსწორების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის შესაბამისი ინფორმაციის შემცველი შეტყობინება. ანგარიშსწორების დასრულების შემდგომ მომხმარებელი მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს დასტურს სერვისის შეძენის წარმატებით დასრულების შესახებ.
შპს „ლელი შევჩენკო“-ს იტოვებს უფლებამოსილებას უარი თქვას ან გააუქმოს მომხმარებლის შეკვეთა თაღლითობის, უნებართვო ან უკანონო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში. შპს „ლელი შევჩენკო“-ს იტოვებს უფლებამოსილებას, ცალხრივად, მომხმარებელთან შეთანხმების გარეშე დააწესოს/შეცვალოს სერვისის ღირებულების მინიმალური/მაქსიმალური ლიმიტი, რომელიც არ საჭიროებს მომხმარებლის თანხმობას ან/და დამატებითი დოკუმენტაციის გაფორმებას.
შპს „ლელი შევჩენკო“-ს სერვისის აღწერა და ვალდებულებები
შპს „ლელი შევჩენკო“ იღებს ვალდებულებას გაუწიოს მომხმარებელს მომსახურება, რაც გულისხმობს „ინტერიერის დიზაინი“-ს 40 საათიანი, სატრენინგო კურსის ჩატარებას დისტანციური და ფიზიკური შეხვედრების ფორმით, ქვემოთ გაწერილი პირობების შესაბამისად;
შპს „ლელი შევჩენკო“ იღებს ვალდებულებას გააცნოს მომხმარებელს სატრენინგო კურსის შინაარსი და გაუზიაროს მასთან დაკავშირებული მასალები, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, 27 შეხვედრის განმავლობაში, რაც ჯამში შეადგენს 40 საათს. აქედან, 19 შეხვედრა გაიმართება დისტანციურად, ინტერნეტ-კავშირის გამოყენებით, Google Meet აუდიო-ვიდეო კომუნიკაციის სერვისის საშუალებით. დანარჩენი 8 შეხვედრა გაიმართება ფიზიკური დასწრებით, წინასწარ შეთანხმებულ ლოკაციებზე;
შპს „ლელი შევჩენკო“ იღებს ვალდებულებას დისტანციური სატრენინგო კურსის ვიდეო-ჩანაწერები განათავსოს Google Drive-ზე. შემკვეთის წვდომა აღნიშნულ ვიდეოჩანაწერებზე დაიშვება სატრენინგო კურსის დასრულებამდე.
შემსრულებელი არ არის ვალდებული განახორციელოს ფიზიკური შეხვედრების აუდიო-ვიდეო გადაღება და დაარქივება;
შპს „ლელი შევჩენკო“-ს მიერ მომსახურების გაწევა ხორციელდება შემკვეთის მიერ შემსრულებლის ანგარიშზე მომსახურების თანხის სრულად ჩარიცხვის შემდეგ, არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა. იმ შემთხვევაში, თუ შპს „ლელი შევჩენკო“ ვერ განახორციელებს მომსახურების დაწყებას ამ ხელშეკრულების მითითებულ ვადაში, შემკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს გადახდილი თანხის სრულად ანაზღაურება;
იმ შემთხვევაში, თუ შპს „ლელი შევჩენკო“-ს განპირობებული ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო, დისტანციური ან ფიზიკური შეხვედრა ვერ შედგა, შპს „ლელი შევჩენკო“ ვალდებულია დაგეგმოს აღნიშნული შეხვედრა, მომხმარებელთან დროისა და ადგილის წინასწარი შეთანხმებით;
იმ შემთხვევაში, თუ შპს „ლელი შევჩენკო“ ვერ განახორციელებს მომსახურებას გაგრძელებას სრული ვადით, გარდა ფორს-მაჟორული ვითარებისა, კომპანია ვალდებულია აუნაზღაუროს მომხმარებელს თანხის ნაწილი, კურსის დარჩენილი საათების შესაბამისი ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი საკუთარი მიზეზით ვერ მიიღებს მომსახურებს, შპს „ლელი შევჩენკო“ არ არის ვალდებული გამოყოს დამატებითი დრო გაცდენილი საათების ასანაზღაურებლად;
იმ შემთხვევაში, თუ კურსის დაწყების შემდგომ მომხმარებელი უარს აცხადებს მომსახურების მიღებაზე, შპს „ლელი შევჩენკო“ არ არის ვალდებული დაუბრუნოს მომსახურბის საფასური;
მომხმარებლის ვალდებულებები
მომხმარებელი ვალდებულია წინასწარ, სრულად გადაიხადოს შემსრულებლის მიერ განსაზღვრული მომსახურების საფასური;
მომხმარებელი ვალდებულია თავად უზრუნველყოს კურსის გავლისთვის აუცილებელი ტექნიკური საკითხების მოგვარება: პირადი კომპიუტერი, დისტანციური ჩართვისთვის საჭირო აუდიო-ვიდეო მოწყობილობები, სტაბილური ინტერნეტ-კავში და სხვა;
მომხმარებელი ვალდებულია კონფიდენციალურად შეინახოს კურსის განმავლობაში მის ხელმისაწვდომობაში დროებით გადაცემული ვიდეო თუ სხვა სახის ჩანაწერები/მასალები და მათი გადაცემა მესამე პირისათვის აკრძალულია. შემსრულებლის მიერ გაზიარებული, კურსთან დაკავშირებული ნებისმიერი მასალა წარმოადგენს შპს „ლელი შევჩენკო“-ს საკუთრებას და მისი გავრცელება არ არის ნებადართული. კურსთან დაკავშირებული ვიდეო თუ სხვა სახის ჩანაწერების/მასალების გავრცელების შემთხვევაში მოხმარებელს ეკისრება პირგასამტეხლო შპს „ლელი შევჩენკო“-ს სასარგებლოდ, მომსახურების საფასურის ათმაგი ოდენობით; ფორს-მაჟორული ვითარების შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების ვადა, გადაიწევს აღნიშნული ვითარების მოქმედების ვადით.
პასუხისმგებლობის შეზღუდვა
შპს „ლელი შევჩენკო“ შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად უზრუნველყოფს თავდაცვის შესაბამისი მექანიზმების შემუშავებას, თუმცა არ არის პასუხისმგებელი პლატფორმაზე დაცული მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე, მესამე პირების მიერ მიყენებულ ზიანზე, მათ მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ მომსახურებაზე.
მომხმარებელი ვებგვერდზე რეგისტრაციით ადასტურებს, რომ არის ქმედუნარიანი 18 წელს მიღწეული პირი და ვებგვერდით სარგებლობს საკუთარი თავისუფალი ნებითა და რისკით. შპს „ლელი შევჩენკო“ პასუხისმგებელი არ არის, რომ ვებგვერდი ან მომსახურება მომხმარებლისათვის იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი და არ იძლევა გარანტიას, რომ ვებგვერდს არ ექნება პროგრამული ხარვეზები, ვირუსები ან/და სხვა ნებისმიერი შეცდომა.
შპს „ლელი შევჩენკო“ იხნის სრულ პასუხისმგებლობას გაუფრთხილებლობის შედეგად დამდგარ ზიანზე, ასევე იმ შემთხვევებზე, როდესაც მესამე პირისათვის გახდა ცნობილი მომხმარებლის ავტორიზაციისათვის საჭირო ინფორმაცია.
შპს „ლელი შევჩენკო“ გამორიცხავს როგორც თავის, ასევე მისი ყველა თანამშრომლის ნებისმიერ პასუხისმგებლობას წინამდებარე დოკუმენტისა და მოქმედი კანონმდებლობის მომხმარებლის მიერ ბრალეული დარღვევის შემთხვევაში.
შპს „ლელი შევჩენკო“ სასამართლოს მიერ მისი პასუხისმგებლობის დადგენის შემთხვევაში შეზღუდულია სადავო მომსახურების ღირებულების ოდენობით. კომპანია იხსნის სრულ პასუხისმგებლობას ნებისმიერი სახის ზიანისათვის ან/და შეფერხებისათვის, რომელიც შესაძლებელია გამოწვეულ იქნას მესამე პირების მონაწილეობით - ინტერნეტ პროვაიდერების, მობილური კომპანიების და სხვა შეფერხებული მუშაობით.
შეზღუდვები ვებგვერდის გამოყენებისას
ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან მოიხსნას წინასწარი შეტყობინების გარეშე. შპს „ლელი შევჩენკო“ მომხმარებელს არ გაუწევს იმ სახის მომსახურებას, რომელიც მიაჩნია, რომ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. მომხმარებელს ეკრძალება ვებგვერდის არაკანონიერი მიზნებისთვის გამოყენება, მათ შორის, მის სისტემებში არასანქცირებული შეღწევა, ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის არასათანადოდ გამოყენება ან სხვაგვარი ქმედება, რომელმაც შეიძლება პირდაპირი ან ირიბი ზიანი მიაყენოს შპს „ლელი შევჩენკო“კანონით დაცულ ინტერესებს.
საავტორო უფლებები
ვებგვერდზე განთავსებული ნებისმიერი ტექსტი, გრაფიკული და ანიმაციური გამოსახულებები ექსკლუზიურად ეკუთვნის შპს „ლელი შევჩენკო“-ს. მომხმარებელს არ აქვს უფლება, გამოიყენოს შპს „ლელი შევჩენკო“-ს გრაფიკული გამოსახულებები ნებისმიერ პროდუქტთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს აღრევა. მომხმარებელს არ აქვს უფლება, გამოიყენოს ისინი იმგვარად, რომ დაამციროს ან შეურაცხყოფა მიაყენოს შპს „ლელი შევჩენკო“-ს რეპუტაციას. ამგვარი დარღვევის შემთხვევაში, შპს „ლელი შევჩენკო“ უფლებას იტოვებს, მიმართოს სამართლებრივი უფლებების დაცვის საშუალებებს. მომხმარებელი პასუხისმგებელი იქნება შპს „ლელი შევჩენკო“-სთვის მიყენებულ მატერიალურ და არამატერიალურ ზიანზე, ზიანი შესაძლოა მოიცავდეს შპს „ლელი შევჩენკო“-ს მიერ ამ ზიანის აღმოფხვრისთვის გაწეულ ხარჯებს, მათ შორის, საადვოკატო მომსახურებისა და სასამართლოს ხარჯებს. ვებგვერდზე სერვისის შეძენით მომხმარებელზე არ გადადის არანაირი საავტორო უფლება. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი საავტორო უფლებების მესაკუთრეა და თვლის, რომ მისი საავტორო უფლების დაცვის ობიექტი რაიმე ფორმით, კანონმდებლობის დარღვევით განთავსდა შპს „ლელი შევჩენკო“-ს ვებგვერზე, მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს შპს „ლელი შევჩენკო“-ს ელექტრონულ ფოსტაზე და მიუთითოს დანიშნულებაში საავტორო უფლების დარღვევა.
მოქმედების ვადა, ხელშეკრულების შეწყვეტა და თანხის დაბრუნება
წინამდებარე წესები და პირობები ძალაში შედის მომხმარებლის მიერ თანხმობის გამოცხადების შემდეგ და მოქმედებს მხარეთა მიერ ვალდებულებების სრულად შესრულებამდე. ხელშეკრულების მოქმედების ვადა შესაძლოა გახანრგძლივდეს მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე;
• „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე, 14 კალენდარული დღის განმავლობაში. მოთხოვნის დაფიქსირებისთვის მომხმარებელმა უნდა მიმართოს შემსრულებელს ელ. ფოსტის მისამართზე: info@edushevchenko.com
შემსრულებელი ვალდებულია მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტის შეტყობინების მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, უკან დაუბრუნოს მომხმარებელს მის მიერ გადახდილი თანხა. თანხის ანაზღაურება მოხდება გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა.
მომხმარებლის მიერ მომსახურებაზე უარის თქმა ავტომატურად იწვევს დაკავშირებული ხელშეკრულებიდან მის გასვლას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.
მომხმარებელს, ასევე, უფლება აქვს მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტა, თუ:
• შემსრულებელი არ უწევს შეთანხმებულ მომსახურებას;
• შემსრულებელმა დაარღვია ნაკისრი ვალდებულება.
შემსრულებელს უფლება აქვს მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტა, თუ:
• შემკვეთი, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ გადაიხდის მომსახურების საფასურს;
მესამე მხარე
შპს „ლელი შევჩენკო“ იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას სხვა ვებგვერდებთან მიმართებით, რომლებიც შესაძლებელია გარე ბმულის სახით განთავსებული იყოს შპს „ლელი შევჩენკო“-ს ვებგვერდზე. სხვა ვებგვერდის შინაარსი, წესები და პირობები, კონფიდენციალურობის პოლიტიკა შესაძლოა განსხვავდებოდეს წინამდებარე პოლიტიკისგან. შესაბამისად, შპს „ლელი შევჩენკო“ მომხმარებელს მოუწოდებს გაეცნოს გარე ბმულის სახით მითითებული ვებგვერდის გამოყენების პირობებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი
ხელშეკრულების მოქმედებისას მხარეების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეუძლიათ შეიტანონ მასში ცვლილებები წერილობითი სახით. აგრეთვე მხარეებს შეუძლიათ შეცვალონ თანდართული გრაფიკი ურთიერთმოლაპარაკების საფუძველზე;
ყველა სადავო საკითხი, რომელიც მხარეთა შორის ვერ გადაწყდება, ურთიერთ-მოლაპარაკების საფუძველზე, განიხილება სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ცვლილებები და დამატებები
შპს „ლელი შევჩენკო“ იტოვებს უფლებას, წინამდებარე დოკუმენტში ნებისმიერ დროს, ცალმხრივად, ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ან/და დამატებები მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. ცვლილებების/დამატებების განხორციელების შემდეგ, შპს „ლელი შევჩენკო“ მომხმარებლის მიერ ვებგვერდით სარგებლობის გაგრძელებას მიიჩნევს მომხმარებლის თანხმობად.